საცივი
ხორცეული

ინგრედიენტები :
ბოსტნეული უცხო სუნელი ბერი თევზი ტომატ-პასტა ტუნა ანდუი სუშის ბრინჯი აჯიკა ტოფუ ტარხუნა ტილაპია ანანასი ტონიკი

ინგრედიენტები

 

  • ფქვილი - 1 ს
  • ძმარი - 1 სკ
  • მარილი
  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • დარიჩინი - 1 ჩკ
  • ინდაური - 1 ცალი
  • ნიგოზი - 600 გ
  • ხახვი - 2 თავი
  • უცხო სუნელი - 2 სკ
  • ყვითელი ყვავილი - 1 სკ
  • ხმელი ქინძი, დაფქული - 1 ჩკ
  • მიხაკი - 2 ც
  • ნიორი - 5 კბილი
 

                                                                           მომზადების წესი

გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ. ინდაური ამოვიღოთ წვენიდან, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი. შუშვის დროს დაუმატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თან ვურიოთ, რომ არ დაიწვეს. დავამატოთ ფქვილი და კარგად ავურიოთ. როცა ოდნავ ვარდისფერს მიიღებს ჩავასხათ ბულიონი. ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ. ყვითელი ყვავილი, მარილი და ნიორი დავნაყოთ, ავურიოთ ნიგოზში და ხელით კარგად ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოვხდით. ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძი და წიწაკა. ყველაფერი ეს გავხსნათ თბილ ბულიონში, კარგად მოვურიოთ, გავატაროთ საცერში ან დავაბლენდეროთ და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად. ადუღებამდე ჩავაწყოთ შიგ ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური და წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან. ჩავამატოთ ძმარი. როცა მზად იქნება, საცივი ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი. გემრიელად მიირთვით.

გემრიელად მიირთვით