აჭარული ხაჭაპური
ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :
ტენკასუ ავოკადო აპოხტი არტიშოკი ბერი თევზი არაჟანი სულგუნი ყველი აჯიკა ატამი

   იგრედიენტები

 

  • კარაქი - 20 გ
  • კვერცხი - 3 ც
  • გახეხილი ყველი - 180 გ
  • ფქვილი - 600 გ
  • რძე - 200 მლ
  • ზეთი - 1 სკ
  • საფუარი - 12 გ
  • შაქარი - 1 ჩკ
  • მარილი - 1 ჩკ

                                                             მომზადების წესი  

ავურიოთ ფქვილში საფუარი, შაქარი და მარილი და დავასხათ რძე, მოვზილოთ ნაზი ცომი და ვაცალოთ ამოფუება. შემდეგ გავაბრტყელოთ მრგვალად. შემოვახვიოთ ორივე მხრიდან და წვეროები შევუკრათ, მივცეთ ნავის ფორმა, წავუსვათ ამ ნავებს კვერცხის გული. ყველს დავამატოთ ერთი კვერცხი და ეს მასა გავანაწილოთ ნავის ფორმაში. შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 10 წუთის შემდეგ ცოტა რომ შეწითლდება გამოვიღოთ ღუმელიდან, დანით ხაჭაპურის გულში გავაკეთოთ ჩაღრმავება და შიგ უმი კვერცხი მოვათავსოთ, შევაბრუნოთ ღუმელში 5 წუთი, სანამ ცილა შეიკვრება. გამომცხვარი ხაჭაპური გამოვიღოთ ღუმელიდან, დავადოთ ზემოდან კარაქის ნაჭერი და მივირთვათ გემრიელად.

გემრიელად მიირთვით