ქათმის ფილეს პიცა
ცომეული

ინგრედიენტები :
ხმელი სუნელი ავოკადო ბრანზინო არტიშოკი ბერი თევზი ცერეცო ანდუი გუავა აჯიკა ყვავილოვანი კომბოსტო ხმელი ქინძი სუნელი ტკბილი მდოგვი ტილაპია სურიმი

    ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  1ც;
  • კვერცხი  1ც;
  • ფქვილი  100გრ;
  • წითელი დაფქული წიწაკა1ჩ/კ;
  • შავი დაფქული პილპილი  0,5ჩ/კ;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • დაფქული ნიორი  0,5ჩ/კ;
  • პროვანსული სუნელები  1ჩ/კ;
  • საფანელი  100გრ (გრანულებში);
  • კეტჩუპი ან ტომატის სოუსი  1-2ს/კ;
  • პომიდორი  0,5ც;
  • ქამა სოკო  1-2ც;
  • მაგარი ყველი  30-40გრ;
  • მწვანილი, ზეთი  გემოვნებით;

                                                                                  მომზადების წესი:

გავრეცხოთ ფილე, შევაშროთ, დავაფაროთ ცელოფანი და დავბეგვოთ. ფქვილს დავუმატოთ მარილი, დაფქული ნიორი, ორივე სახის პილპილი, პროვანსული სუნელები და ავურიოთ. მეორე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი. ფილე ჯერ ფქვილიან მასაში ამოვავლოთ, შემდეგ კვერცხში, ბოლოს საფანელში და შევწვათ ზეთში. შემწვარი ფილე ჩავდოთ შესაწვავ ფორმაში, წავუსვათ სოუსი ან კეტჩუპი, ზემოდან დავაწყოთ დაჭრილი სოკო და პომიდორი, დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი, გახეხილი ყველი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წთ. ქათმის ფილეს პიცა მზადაა! 

 

გემრიელად მიირთვით!