ფენოვანი ფუნთუშები
ცომეული

ინგრედიენტები :
აპოხტი ბერი თევზი არაჟანი სულგუნი ყველი აჯიკა ატამი

  იგრედიენტები

 

  • ფქვილი - 300 გ
  • შაქარი - 35 გ
  • მარილი - 5 გ
  • საფუარი - 5 გ
  • რძე - 150 გ
  • კარაქი - 155 გ

                                                                    მომზადების წესი

ჯამში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და მოურიეთ. შეურიეთ საფუარი. დაუმატეთ თბილი რძე და მოზილეთ ცომი. თუკი ცომის საზელ კომბაინში გააკეთებთ, დაახლოებით 2 წუთი უნდა ზილოთ. ეტაპობრივად შეურიეთ 25 გრამი კარაქი. შემდეგ გადაიტანეთ ზედაპირზე, მიეცით პატარა მართკუთხედის ფორმა, შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთით. შემდეგ - საყინულეში 1 საათით, ბოლოს კი - მაცივარში მთელი ღამით.

ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ 15x32 სმ ზომაზე. მანამდე 130 გ კარაქი გააბრტყელეთ ზუსტად იმ ზომის ნახევარზე რა ზომისაც ცომი გექნებათ (ამისათვის გაყინული კარაქი გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე, თავზეც ქაღალდი გადააფარეთ და გააბრტყელეთ საჭირო ზომაზე). ცომის შუაში მოათავსეთ კარაქი და ცომის ორივე ნაწილი (თავი და ბოლო) გადმოაფარეთ. თავზე ცოტა ფქვილი მოაყარეთ და დაპრესეთ, შემდეგ გააბრტყელეთ 18x45 სმ-მდე. მოაჭერით უთანასწორო ბოლოები და ისევ გადაკეცეთ. მომზადება რომ გაგიმარტივდეთ, გიტოვებთ ვიდეოს:

ცომი რომ გამზადდება, უნდა ჩაპწნათ და ფორმაში გადაიტანოთ. დაახლოებით 3-4 საათში ცომი ზომაში გაიზრდება გამოსაცხობად მზად იქნება. თავზე გადაუსვით კვერცხისა და ცოტა ზეთის ნარევი, რომ იპრიალოს. შეგიძლიათ თავზე მოაყაროთ ნუშის ფანტელებიც. ღუმელი გაახურეთ 185 გრადუსზე, გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 10 წუთით, შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 155 გრადუსამდე და კიდევ 16 წუთი აცხვეთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ღუმელი განსხვავებულია, ამიტომ დაუკვირდით ცომის ამოსვლასა და ფერის შეცვლას.

 

გემრიელად მიირთვით!