გიოძა | იაპონური პელმენი
ზღვის პროდუქტები

ინგრედიენტები :
ავოკადო არტიშოკი თაფლის კარაქი ბრი ანდუი მჭადის ფქვილი გრუიერი წყლის წაბლი ჭარხალი სურგუნი ანანასი

             ინგრედიენტები
 

1   ს/კ ქუნჯუთის ზეთი

 

2   ჭიქა დაჭრილი კომბოსტო

 

14  ჭიქა დაჭრილი ხახვი

 

1   კბილი დაკეპილი ნიორი

 

14  ჭიქა დაჭრილი სტაფილო

 

250   გრამი საქონლის ხორცის ფარში

 

1   ცალი კვერცხი

 

1   ს/კ მცენარეული ზეთი

 

300   გრამი მზა ბრტყელი ცომის ნაჭრები

 

14  ჭიქა წყალი

 

14  ჭიქა სოიოს სოუსი

 

2   ს/კ ბრინჯის ძმარი

 
                                                                     რეცეპტის მომზადების საფეხურები
  • გააცხელეთ ქუნჯუთის ზეთი დიდ ტაფაზე, საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე. დააყარეთ კომბოსტო, ხახვი, ნიორი და სტაფილო. თუშეთ და ურიეთ, სანამ კომბოსტო არ დარბილდება. შეურიეთ ფარში და კვერცხი. განაგრძეთ თუშვა, სანამ ფარში არ შეიბრაწება და კვერცხი არ გამკვრივდება.
  • გააცხელეთ მცენარეული ზეთი დიდ ტაფაზე, საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე.
  • მოათავსეთ დაახლოებით 1 სუფრის კოვზი კომბოსტოსა და ფარშის ნარევი ცომის თითოეული ნაჭრის შუაგულში, შემდეგ ცომი შუაზე გაკეცეთ, რომ ხორცი შიგნით მოექცეს, და სველი თითებით მოუკარით თავი (იმავე ტექნიკით, როგორც ვარენიკებს კრავენ).
  • ჩააწყვეთ გაცხელებულ მცენარეულ ზეთში და თითო მხარეს წვით დაახლოებით 1 წუთით, სანამ მსუბუქად არ შეიბრაწება. შემდეგ დაახსით წყალი, მოუკელით ტემპერატურას, დააფარეთ და აცადეთ, სანამ წყალი მთლიანად არ დაშრება.
  • შეურიეთ პატარა თასში სოიოს სოუსი და ბრინჯის ძმარი და გამოიყენეთ, როგორც საწებელი თქვენი გიოძისათვის.