სუში ორაგულით
ზღვის პროდუქტები

ინგრედიენტები :
ვირთევზა ბანანის ჩიფსი წყალი პური ბრატვურსტი წიწაკის ფხვნილი წყლის წაბლი

            ინგრედიენტები
 

1   ჭიქა სუშის ბრინჯი

 

1   ს/კ ბრინჯის ძმარი

 

4   ცალი ნორის ფურცელი

 

12  ცალი ავოკადო

 

105   გრამი ორაგული (ქილის)

 

12  ცალი სიგრძეზე დაჭრილი კიტრი

 

1   ცალი გახეხილი სტაფილო

 

სოიოს სოუსი მისართმევად

 
         მომზადების წესი
1

მაღალ ტემპერატურაზე ქვაბში მოათავსეთ ბრინჯი და 1 ½ ჭიქა ცივი წყალი. დააფარეთ და აადუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთით, ან ბრინჯის მოხარშვამდე და წყლის შეწოვამდე. გადმოდგით გაზქურიდან და გააჩერეთ 5 წუთით.

2

ბრინჯი და ძმარი თასში მოათავსეთ და კარგად აურიეთ. ბოლომდე გააგილეთ და თან მუდმივად ურიეთ.

3

1 ცალი ნორის ფურცელი პრიალა მხრით ქვემოთ სპეციალურ ბამბუკის დასაფენზე მოათავსეთ. ბრინჯის ნაზავი და დანარჩენი ინგრედიენტები 4 თანაბარ ნაწილად გაყავით. სველი ხელებით ბრინჯის ნაზავის ¼ ნაწილი ნორის ფურცელზე გადაიტანეთ და 3 სმ სიგანეზე კიდეები ცარიელი დატოვეთ. ბრინჯზე, თქვენკენ, სიგრძეზე დაჭრილი ავოკადოს ¼ ნაწილი დაალაგეთ. ¼ დაქუცმაცებული ორაგულის ფილე, სიგრძეზე დაჭრილი კიტრის და გახეხილი სტაფილოს მეოთხედი ნაწილი ავოკადოს გვერდით მოათავსეთ. ბამბუკის დასაფენით სუში მჭირდოდ გადაახვიეთ. გაიმეორეთ მსგავსად დარჩენილი ინგრედიენტებით.

4

თითოეული ხვეულა 4 ნაწილად დაჭერით. შემოახვიეთ შესაფუთი ცელოფანი. მიითვით სოიოს სოუსთან ერთად.

გემრიელად მიირთვით