მომზადების წესი
კარგად გაწმინდეთდა გარეცხეთ სკუმბრია, დაალაგეთსაწურზე რამოდენიმე წუთით, რომ ზედმეტი წყლისგან დაიწუროს. დასერეთ სასურველი ზომის ნაჭრებად, გადაიტანეთ თასში, წაუსვით მარილი, მოაყარეთ დასრესილი დაფნის ფოთოლი და მოაწურეთ ცოტა ლიმონის წვენი. დადგითცივ ადგილას, 1- 2 საათის განმავლობაში.
დამარინადებული თევზი გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, თითოეულ თევზში მოათავსეთ შიგთავსი: ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ნიორი, თითო ღერიოხრახუში და ცერეცო. დასერილ ჭრილებში თანმიმდევრობით ჩადეთ რგოლებად დაჭრილი ლიმონი და პომიდორი
თევზმა ცხობის დროს რომ არ დაიკროს, ჩააწყვეთ კარტოფილის ან ხახვის ბალიშზე. კარტოფი ლიდაჭერით გრძლად, დათევზს დაუდეთ ქვემოდან, ზემოდან დააფარეთ ფოლგა და შედგითგახურებულ ღუმელში, გამოაცხვეთ 200°-ზე. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ახადეთფოლგა და გააგრძელეთცხობა რომ ზემოდან შეწითლდეს. არის ძალიან გემრიელი და წვნიანი.
გემრიელად მიირთვით