იგრედიენტები
ლიმონი ცხელ წყალში გავრეცხოთ და ნაჭრებად დავჭრათ. ნიორი და როზმარინი დავკეპოთ, დავუმატოთ მარილი, პილპილი
და შევურიოთ ლიმონს. ქათამს მუცელში ჩავუწყოთ ლიმონის ნაჭრები, სოუსი გარედანაც წავუსვათ, ფეხები შევუკრათ ბამბის
ძაფით და საცხობ ფორმაში მოვათავსოთ, ზემოდან მსხვილი მარილი მოვაყაროთ. ქათამს დავასხათ ბულიონი და 170-180 გრადუსზე
გახურებულ ღუმელში შევდგათ. შევწვათ, სანამ კარგად დაიბრაწება. ხანდახან გამოვიღოთ და თავისი წვენი მოვასხათ.
ქათამი სუფრაზე მიტანის წინ სასურველი ხილით ან ბოსტნეულით გავაფორმოთ.
გემრიელად მიირთვით