კრევეტების სალათა
ზღვის პროდუქტები

ინგრედიენტები :
ბარდა სეზამის მარცვლები ინდაურის ფეხი ბალზამიკო ბერი თევზი გრანულებიანი უნალექო ყავა ფონტინა ვაშლი ტკბილი მდოგვი ტარხუნა

            რეცეპტის ინგრედიენტები
 

3   ს/კ მარილი

 

 

 

1   ცალი ლიმონი

 

145  კგ. კრევეტები

 

2   ჭიქა მაიონეზი

 

1   ჩ/კ მდოგვი

 

2   ს/კ თეთრი ვაშლის ძმარი

 

1   ჩ/კ ახლად დაფქული შავი პილპილი

 

6   ს/კ დაჭრილი კამა

 

1   თავი დაჭრილი მწვანე ხახვი

 

3   ჭიქა დაჭრილი ნიახურის ღერო

 
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

დიდ ქვაბში 4–5 ლიტრი წყალი ჩაასხით. დაუმატეთ 3 ს/კ მარილი, მეოთხედებად დაჭრილი ლიმონი და აადუღეთ. დაუმატეთ გაურჩეველი კრევეტების ნახევარი და საშუალო ტემპერატურაზე დაუფარებლად 3 წუთით ადუღეთ. მოხარშული კრევეტები ქაფქირით ცივი წყლით სავსე თასში გადაიტანეთ. ქვაბში წყალი ისევ წამოადუღეთ და დარჩენილი კრევეტები ჩაყარეთ. ხარშეთ 3 წუთით და შემდეგ ისევ ცივი წყლით სავსე თასში გადაიტანეთ. გააცივეთ და გაარჩიეთ.

2

საშუალო თასში აურიეთ მაიონეზი, მდოგვი, ძმარი, 1 ჩ/კ მარილი, პილპილი და კამა. დაუმატეთ გარჩეული კრევეტები, შემდეგ დაჭრილი ხახვი და ნიახურის ღეროები. მიირთვით მომზადებისთანავე ან მირთმევამდე მაცივარში შედგით.

გემრიელად მიირთით