მეგრული ხაჭაპური
ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :
ავოკადო ბერი თევზი სულგუნი ყველი აჯიკა ატამი

  ინგრედიენტები

  • ფქვილი - 1 კგ
  • მარილი - 1 სკ
  • შაქარი - 2 სკ
  • საფუარი - 1 სკ
  • ზეთი - 150 მლ

                                                                მომზადების წესი

1 სკ შაქარი, საფუარი და ცოტაოდენი თბილი წყალი ჭიქაში მოვათავსოთ და გავააქტიუროთ.

ჯამში მოვათავსოთ ფქვილი, დავუმატოთ გააქტიურებული საფუარი, ერთი კოვზი დარჩენილი შაქარი, მარილი, თბილი წყალი და 100 მლ ზეთი. წყალი თავად აკონტროლეთ, ცომი არ გაამაგროთ.

 

ბოლოს დარჩენილი 50 მლ ზეთი მოზელილ ცომს შეაზილეთ. ცომი კარგად დაამუშავეთ და თავი დააფარეთ. რომ ამოფუვდება, კარგად ჩაზილეთ. ორჯერ ჩაზილეთ ასე. გუნდების ამოღების შემდეგაც დაასვენეთ ცომი. ყველის რაოდენობა და სახეობა თქვენზეა.

გემრიელად მიირთვით!