ლობიანი
ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :

          ინგრედიენტები
 

500   გრამი ლობიო

 

300   გრამი შებოლილი ლორი

 

100   გრამი კარაქი

 

5   ცალი დაფნის ფოთოლი

 

2   კბილი ნიორი

 

მარილი (ლობიოსათვის)

 

1   კგ. ფქვილი

 

25   გრამი საფუარი

 

12  ჩ/კ მარილი

 

1   ცალი კვერცხი

 

400   მლ/ლ თბილი წყალი

 
                                                                     მომზადების წესი
  • მოათავსეთ ლობიოს მარცვლები წყალში და დატოვეთ მთელი ღამით(რამდენიმე საათით მაინც), რათა დარბილდეს. ხარშეთ ლობიო მეორე დღეს 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და ჩაუმატეთ ლორი, დაფნის ფოთოლი, მარილი გემოვნებისამებრ და ნიორი სურვილისამებრ(არასავალდებულო ინგრედიენტი*). ისევ დაფარეთ წყლით, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ.
  • სანამ ლობიო იხარშება, მოამზადეთ ცომი: ჯამში ერთმანეთს შეურიეთ 800 გრამი ფქვილი, საფუარი და მარილი. ჩაატეხეთ კვერცხი, ჩაასხით 400 მილილიტრი თბილი წყალი და მოზილეთ ცომი. შეფუთეთ და დატოვეთ 1 საათით, სანამ არ აფუვდება.
  • გადაიტანეთ ლორში მოხარშული ლობიოს მარცვლები(მხოლოდ ლობიო) თასში, ჩაუმატეთ კარაქი და კარგად ჩაჭყლიტეთ.
  • ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე შეაზილეთ აფუებულ ცომს 100 გრამი ფქვილი და გაყავით ოთხ თანაბარ ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული ბურთულა 1 სანტიმეტრის სისქის წრის მისაღებად. თანაბრად გადაანაწილეთ თითოეულზე ლობიოს პიურე და პირი შეუკარით. ფრთხილად გააბრტყელეთ და გაუხვრიტეთ ცენტრი ან რამოდენიმეჯერ გადაუსვით დანის პირი დიაგონალურად, რათა ცომი ცხობისას არ ამოიბურცოს და გასკდეს.
  • აცხვეთ ტაფაზე(დაბალ ცეცხლზე), 8-8 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან. შეგიძლიათ გამოაცხოთ ღუმელშიც, საშუალო ტემპერატურაზე 15-18 წუთის განმავლობაში. გამომცხვარ ლობიანებს გადაუსვით დარჩენილი კარაქი 

გემრიელად მიირთვით!