აჭარული ლობიანი
ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :
ქიშმიში აპოხტი არტიშოკი ჩერი პომიდორი ბერი თევზი არაჟანი სულგუნი ყველი აჯიკა ატამი

ინგრედიენტები
 

1   კგ. ფქვილი

 

300   მლ/ლ წყალი ან რძე

 

1   ცალი კვერცხი

 

1   ს/კ საფუარი

 

1   ჩ/კ შაქარი

 

1   ჩ/კ მარილი

 

600   გრამი ლობიო

 

100   გრამი კარაქი

 

4   ცალი დაფნის ფოთოლი

 
რეცეპტის მომზადების საფეხურები
  • ცომის მოსამზადებლად რამდენიმე რეცეპტი არსებობს, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ მათგან ყველაზე მარტივ მომზადების წესს. თასში ჩაყარეთ 700 გრ. ფქვილი. შუაში გააკეთეთ ჩაღრმავება და დაუმატეთ კვერცხი, საფუარი, შაქარი და მარილი.
  • 35°C-მდე გამთბარი რძე ან წყალი ნელ–ნელა ჩაასხით თასის შუაგულში. მოზილეთ ხელით, გარედან შიგნით.
  • ხელით გააკეთეთ ცომის გუნდა. თასს გადააფარეთ ცელოფანი და დატოვეთ სულ მცირე 2 საათით თბილ ადგილას, ასაფუებლად.
  • ლობიოს მომზადება: მოხარშვამდე გააჩერეთ ლობიო ცივ წყალში 2 საათით. წყალი გადაწურეთ, დაუმატეთ დაფნის ფოთლები და 2 ლიტრი წყალი.
  • ხარშეთ საშუალო ტემპერატურაზე ლობიოს დარბილებამდე, შემდეგ კი წყალი მთლიანად გადმოწურეთ .
  • მოხარშული ლობიო გადმოიტანეთ ჯამში და დაუმატეთ მარილი და 100 გრ. კარაქი.
  • ლობიო და კარაქი კარგად დასრისეთ, სანამ არ პიურეს არ დაემსგავსება.
  • მოაყარეთ ფქვილი სამუშაო ხის დაფას და ცომი გამოყენებამდე გადაზილეთ. გააჩერეთ 10 წუთით.
  • გაყავით ცომი 4 ნაწილად და თითოეული ნაწილი ხელითვე დაამრგვალეთ.
  • გააბრტელეთ თითოეული ნაწილი და მიეცით ოვალური ფორმა.
  • ლობიოს მეოთხედი მოათავსეთ ცომის შუაგულში და ცომი ყველა მხრიდან გადმოკეცეთ.
  • საცხობ ლანგარს მოაპნიეთ ცოტაოდენი ფქვილი, მოათავსეთ მასზე ლობიანი და შედგით წინასწარგახურებულ ღუმელში დაახლოებით 12 წუთით, მაღალ ტემპერატურაზე. მიირთვით ცხელი, წიწაკის მწნილთან ერთად!