1 კგ. ცხვრის ხორცი
3 თავი ხახვი
2 ს/კ ძმარი
1 კონა ოხრახუში
მარილი – გემოვნებით
ერთი კილოგრამი საკმაო სიმსუქნის ცხვრის ხორცი დავჭრათ და ჩავაწყოთ ფენებად ღრმა ჭურჭელში, რომელშიც ძმარი უნდა ჩაისხას. ფენებს შორის მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი, ქინძი და ოხრახუში, დავახუროთ სახურავი და ასე დავტოვოთ 3-4 საათით.
შემდეგ წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ჩვეულებრივი სიფრთხილით. მარილი მხოლოდ შამფურზე აგების დრო მოვაყაროთ. ლანგარზე რომ დავაწყობთ, მაშინ მოვაყაროთ მრგვალად დაჭრილი უმი ხახვი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.