1 კგ. ქათმის მკერდი
1 თავი დიდი ხახვი
1 კბილი ნიორი
2 ჩ/კ ტომატი
მწიკვი შავი პილპილი
3 ჩ/კ შაქარი
3 ჩ/კ მარილი
1⁄2 ჩ/კ სუმახი (დაფქული კოწახური)
1⁄2 ჩ/კ ზაფრანა
1 ლიტრი წყალი
მარინადის მომზადება: თუ მარინადს ხორცის შეწვამდე 12 საათით ადრე გააკეთებთ – ხორცი რბილი და არომატული გახდება. მარილი, შაქარი და 1 ჩ/კ ტომატი თასში მოათავსეთ. დაუმატეთ 1 ლიტრი წყალი და ურიეთ შაქრისა და მარილის გადნობამდე. ნივრის კბილი ოთხ ნაწილად გაჭერით და დაუმატეთ ნაზავს. დაუმატეთ დაფნის ფოთლები, ქათმის მკერდი, დააფარეთ თასს და შედგით მაცივარში.
როცა შეწვას დააპირებთ, მარინადში მოთავსებული ხორცი მაცივრიდან გამოიღეთ და წყალი გადაუწურეთ. ქათმის მკერდი საშუალო ზომის კუბიკებად დაჭერით და თასში მოათავსეთ. დაუმატეთ 1 ჩ/კ ტომატი, ზაფრანა, სუმახი და შავი პილპილი. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
დაჭრილი ხორცი შამფურებზე წამოაგეთ და მწვადის შესაწვავად გამზადებულ მაყალზე მოათავსეთ.
შამფურები ხშირად ატრიალეთ, რომ ხორცი ყველა მხრიდან თანაბრად შეიწვას.
მიირთვით პომიდორთან და დაჭრილ ხახვთან ერთად. გემრიელად მიირთვით!