ტკბილ-მჟავე სოუსი
სოუსი

ინგრედიენტები :
იონჯა ბრი ანდუი შებოლილი ინდაური ჩაის მარცვლები ბრატვურსტი ქლიავი ატამი ყურძენი ტარხუნა დაფქული დარიჩინი ქაშაყი სურგუნი ანანასი

         ინგრედიენტები
 

1   ცალი ახალი ანანასი

 

1   ცალი ბულგარული წიწაკა

 

1   თავი ხახვი

 

1   ცალი ცხარე წიწაკა

 

1   კბილი ნიორი

 

საჭიროებისამებრ მცენარეული ზეთი

 

4   ს/კ ტომატის პასტა

 

50   მლ/ლ სოიოს სოუსი

 

10   მლ/ლ ძმარი

 

საჭიროებისამებრ სახამებელი

 

საჭიროებისამებრ ტკბილი სოუსი ჩილი

 

20   მლ/ლ სეზამის ზეთი

 

საჭიროებისამებრ შაქარი

 

1   ჭიქა წყალი

 
                                                        მომზადების საფეხურები
1

გაფცქვენით ნიორი და კოჭა. ეს უკანასკნელი დაჭერით მცირე ზომის კუბებად, ხოლო ნიორი დააქუცმაცეთ. დაჭერით ცოტაოდენი ცხარე წიწაკა და ყველა ეს ინგრედიენტი გადაიტანეთ თეფშზე.

2

დაჭერით ხახვი და ნახევარი ბულგარული წიწაკა მსხვილ ნაჭრებად.

3

გაასუფთავეთ ნახევარი ანანასი, ამოაჭერით შიგთავსი და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.

4

მოამზადეთ შაქარი, ტომატი, სოიოს სოუსი, სეზამის (ქუნჯუთის) ზეთი, ძმარი, ტკბილი ჩილის სოუსი. ცივ წყალში გახსენით 2-3 კოვზი სახამებელი.

5

გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეთი, დაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, კოჭა, წიწაკა და გააცხელეთ (ყურადღება მიაქციეთ, რომ ზედმეტად არ დაიბრაწოს). ტაფაზე დაამატეთ 3-4 ს/კ ტომატის სოუსი, ცოტაოდენი სოიოს სოუსი, 1 ჭიქა წყალი, 3.5 ს/კ შაქარი, ძმარი და 1 ს/კ ტკბილი ჩილის სოუსი. ასევე, დაგჭირდებათ 2-3 ჩ/კ სახამებელი შესასქელებლად, ანანასი და ამოურიეთ. გადმოიღეთ სოუსი ქურიდან და დაამატეთ სეზამის (ქუნჯუთის) ზეთი. სოუსი მზადაა!

 

 გემრიელად მიირთვით!!