პომიდვრის წვენი სტერილიზაციის გარეშე
ბოსტნეული

ინგრედიენტები :
ტკბილი იტალიური ძეხვი ბერი თევზი გუავა

ინგრედიენტები

 

პომიდორი  1,5კგ;

მარილი  4გრ;

ლიმონმჟავა  1/4 ჩ/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ პომიდორი. მოვათავსოთ ბლენდერის ჭიქაში და დავაბლენდეროთ ( ხორცსაკეპში გატარებაც შეიძლება). ეს მასა ჩავასხათ ქვაბში, დავაყაროთ მარილი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე, მივიყვანოთ დუღილამდე, ვადუღოთ 15 წთ, პერიოდულად ვურიოთ. შემდეგ გადმოვიტანოთ საწურში და გავხეხოთ. გახეხილი მასა ისევ ქვაბში ჩავასხათ, დავამატოთ ლიმონმჟავა, ავადუღოთ, ვადუღოთ მხოლოდ 1 წთ. მასა ჩავასხათ წინასწარ გასტერილიზებულ ქილაში და ჰერმეტულად მოვხუფოთ. ამოვაბრუნოთ ქილა, შევფუთოთ და დავაყოვნოთ გაციებამდე. პომიდვრის წვენი სტერილიზაციის გარეშე მზადაა! 

 

 გემრიელად მიირთვით!!