ხაჭოს პეროგი ვაშლით
დესერტი

ინგრედიენტები :
ინდაურის ღვიძლი ავოკადო ბანანი არტიშოკი ბერი თევზი აჯიკა ატამი მოხარშული შესქელებული რძე

ინგრედიენტები:

 

ვაშლი  2ც;

ხაჭო  100გრ(ნებისმიერი ცხიმიანობის);

კვერცხი  2ც;

ფქვილი  130გრ;

გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;

შაქარი  150გრ;

მარილი  2 მწიკვი;

ზეთი  3ს/კ;

კეფირი  80მლ;

                                                               მომზადების წესი:

ავიღოთ მიქსერის ჯამი, ჩავახალოთ კვერცხი, დავაყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ. დავამატოთ მარილი. ხაჭოს დავასხათ ზეთი, კეფირი და კარგად ამოვურიოთ. ეს ორი მასა შევაერთოთ. დავამატოთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებლით. მიქსერით მოვურიოთ, ცომი უნდა იყოს სქელი. ტაფას დავაყაროთ 30გრ შაქარი, გავასწოროთ მთელს ზედაპირზე. სურვილისამებრ, შეგვიძლია დავაწყოთ კარაქის პატარა ნაჭრები. ზემოდან დავაწყოთ კუბიკებად დაჭრილი ვაშლი, ფრთხილად დავასხათ ცომი, დავფაროთ ვაშლის ფენა. ტაფას დავახუროთ თავსახური და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. 20-25 წთ გამოცხვება. ავხადოთ ტაფას და შევამოწმოთ ცომი, უკვე ფხვიერი უნდა იყოს. ამოვაბრუნოთ ტაფა განიერ თეფშზე, დავჭრათ და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით.