ესპანელების და მექსიკელების საყვარელი გამაგრილებელი სასმელი ჰორჩატა მზადდება მარტივად და აგრილებს გემრიელად. სულ რაღაც ორ ეტაპიანი რეცეპტით თქვენ 5-6 ჭიქა უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელს მიიღებთ. ნუ მოაკლებთ თავს ამ სიამოვნებას!
ინგრედიენტები
1 ჭიქა გრძელი ბრინჯი
5 ჭიქა წყალი
1⁄2 ჭიქა რძე
1⁄2 ს/კ ვანილის ექსტრაქტი
1⁄2 ს/კ დაფქული დარიჩინი
2⁄3 ჭიქა შაქარი
ჩაყარეთ მოუხარშავი ბრინჯი ბლენდერში, დაასხით წყალი და ურიეთ ერთმანეთს 1 წუთის განმავლობაში. მიღებული ნარევი მინიმუმ 3 საათით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
ჩაასხით სითხე საწურში ბრინჯის ნატეხების მოსაშორებლად. შემდეგ ჩაუმატეთ რძე, ვანილი, დარიჩინი და შაქარი. ურიეთ შაქრის გახსნამდე. ჩაყარეთ ყინულები ჭიქაში და დაასხით ჰორჩატა. გემრიელად გაგრილდით!