იგრედიენტები
მომზადების წესი
შოკოლადი დაამტვრიეთ, დაასხით ყავა, 2 სადილის კოვზი ნაღები და ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. შემდეგ, შეათქვიფეთ კვერცხის გულები და რომი. კვერცხის ცილა კი ათქვიფეთ მარილთან ერთად ბეზეს მასის მიღებამდე. ცალკე ათქვიფეთ დანარჩენი ნაღები და შაქრის პუდრა, სანამ კრემის კონსისტენციას არ მიიღებთ. შოკოლადის მასას შეურიეთ ჯერ ნაღები, შემდეგ კი – ფრთხილად ბეზეს მასა. მუსი გაანაწილეთ 6 ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათით. დესერტი-მუსი გააფორმეთ ყავის მარცვლებით ან კენკრით.