შიგთავსის მომზადება:
ნიგოზი გავათეთროთ მშრალ ტაფაზე (განუწყვეტლივ ვურიოთ) 3–4 წუთი, შემდეგ ხელით მოვაშოროთ ყავისფერი კანი, დავაქუცმაცოთ ბლენდერში (ან ხორცსაკეპმანქანაში გავატაროთ) და ავურიოთ შაქარში.
ცომის მომზადება:
3 ჭიქა თბილ წყალს დავამატოთ გამდნარი კარაქი, კვერცხი, შაქარი, მარილი, ფქვილი და ვზილოთ თბილ ადგილას დაახლოებით 20 წუთი. როდესაც ცომს გავჭრით ნასვრეტები უნდა ეტყობოდეს და ამ შემთხვევაში არის ცომი მზად. გავაბრტყელოთ ფქვილიან ზედაპირზე კალბასისებურად და დავჭრათ ქათმის კვერცხის ზომის ნაჭრებად. უნდა გამოვიდეს დაახლოებით 40 ნაჭერი (1 ნაჭერი უნდა გავაკეთოთ დანარჩენებზე ცოტათი დიდი). ცომის ნაჭრები უნდა გავაბრტყელოთ ძალიან თხლად.
თუნუქის ფორმაზე წავუსვათ გამდნარი კარაქი და დავაფინოთ პირველი ფენა (ფენები რიგ-რიგობით უნდა გავაბრტყელოთ, ანუ როდესაც ერთ ფენას გავაბრტყელებთ წავუსვათ კარაქი, შემდეგ გავაბრტყელოთ მეორე ფენა და ესე გავიმეორებთ ცომის დასრულებამდე, ცომი გაწელვისას თუ გაგვეხა, არაუშავს, ამით არაფერი შავდება), წავუსვათ კარაქი დავაფინოთ მეორე ფენა წავუსვათ კარაქი, ასე გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ, ათი ცხიმიანი ფენის მერე მოვაყაროთ ნიგვზისა და შაქრის ნარევი და გვაგრძელოთ ფენების იგივე თანმიმდევრობით დაწყობა (ყოველ მეათე ცხიმწასმულ ცომზე ვაყრით ნიგვზისა და შაქრის ნარევს, გამოდის ნიგვზის სამჯერ მოყრა, ბოლო მეათე ცხიმწასმულ ცომზე არ ვაყრით ნიგოზს). ბოლო ფენას გადავაფაროთ ცომის დიდი ნაწილი, გადავუკეცოთ გვერდები, წავუსვათ ცხიმი, დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად, შევდგათ 200–220* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში, 10 წუთის შემდეგ ტემპერატურას დავუკლოთ 160–170*–მდე. ვაცხოთ მომზადებამდე. გამოცხობის შემდეგ, გამოვიღოთ ბაქლავა აირღუმელიდან, გავაცივოთ 30–40 წუთის განმავლობაში და მოვასხათ შაქრის სიროფი. როდესაც ბაქლავა სიროფით გაიჟღინთება მაშინ შეგვიძლია გავიტანოთ სუფრაზე.
შაქრის სიროფის მომზადება:
1 ჭიქა წყალს დავამატოთ შაქარი და ვადუღოთ დაბალ ტემპერატურაზე 3–4 წუთი.
გემრიელად მიირთვით!!