ინგრედიენტები
ხბოს ხორცი 600 გ
კარტოფილი 1 კგ
ხახვი 2-3 თავი
წითელი ღვინო 1/2 ჭიქა
დაფნის ფოთოლი
ტომატ-პასტა 2 ს.კ
ნიორი 2 კბილი
მარილი და პილპილი
სასურველი მწვანილი
მომზადების წესი:
ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, დაასხით ღვინო, დაამატეთ დაფნა, დააფარეთ ფოლგა და შედგით ღუმელში 30 წუთი 200 გრადუსზე. შემდეგ მოხადეთ ფოლგა და გააგრძელეთ ხორცის მობრაწვა 10-15 წუთის განმავლობაში.
პარალელურად, დაჭერით კარტოფილი და ხახვი. მოაყარეთ ხორცს და შეაბრუნეთ ღუმელში. 15-20 წუთის შემდეგ მოასხით ცოტა წყალში გახსნილი ტომატი (ან 2-3 დაჭრილი პამიდორი). დატოვეთ ღუმელში კიდევ ცოტა ხანს.
მზა კერძს დაამატეთ მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანილი.