ფელამუში
ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :
ქათმის გულ მკერდი ტუნა ქათმის ნაგები აჯიკა ატამი

რეცეპტის აღწერა

 

აღმოსავლეთ საქართველოში ბადაგისაგან თათარას ამზადებენ, ხოლო დასავლეთში ფელამუშს. განსხვავება მხოლოდ ფქვილია: აღმოსავლეთში ბადაგს პურის ფქვილს უმატებენ, ხოლო დასავლეთში სიმინდის ფქვილს. ფელამუშის გაკეთება ასევე შესაძლებელია სიმინდისა და პურის ფქვილის თანაბარი ნაზავისგანაც. 

 

რეცეპტის ინგრედიენტები

 

 

1   ლიტრი ბადაგი

 

160   გრამი სიმინდის ფქვილი

 

40   გრამი პურის ფქვილი

 

2   ს/კ შაქარი (საჭიროებისამებრ)

 

ნიგოზი მოსართავად

 
რეცეპტის მომზადების საფეხურები

 

1

ფქვილი და შაქარი თასში მოათავსეთ. თანდათანობით ჩაუმატეთ ბადაგის ნახევარი და თან ხის კოვზით მუდმივად ურიეთ. შემდეგ კი გამოიყენეთ ხელის ბლენდერი, ერთგვაროვანი მასის მისაღებად.

2

დარჩენილი ბადაგი თუჯის ქვაბში ჩაასხით. თანდათანობით ჩაუმატეთ ფქვილიანი მასა და კარგად შეურიეთ. დადგით მაღალ ცეცხლზე, წამოადუღეთ და მუდმივად ურიეთ. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ კიდევ 8-10 წუთით. ამ დროის განმავლობაში ფელამუში უნდა გასქელდეს. გასინჯეთ, რომ ფქვილის გემო არ დაჰკრავდეს.

3

მომზადებული ფელამუში გადმოდგით ცეცხლიდან და თეფშებზე მაშინვე გადაანაწილეთ. სურვილისამებრ, გააფორმეთ ნიგვზის ლებნებით და გემრიელად მიირთვით! შეგიძლიათ მიირთვათ ცხელიც და ცივიც :)

 

გემრიელად მიირთვით