ხინკალი
ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :
ბერი თევზი აჯიკა ქათამი ტკბილი მდოგვი ქათმის ბარძაყები სურგუნი ანანასი

რეცეპტის ინგრედიენტები
 

700   გრამი პურის ფქვილი

 

1   ლიტრი წყალი

 

300   გრამი ძროხის ხორცი

 

200   გრამი ღორის ხორცი

 

200   გრამი ხახვი

 

1   ჩ/კ შავი წიწაკა

 

მარილი – გემოვნებით

 
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

წყლით ჩვეულებრივი, მაგარი ცომი მოვზილოთ და სპეციალური საგორავებლით მაგიდაზე გავაბრტყელოთ. მრგვალი ფორმებით დავჭრათ თანატოლ ნაწილებად და ისევ გავაბრტყელოთ.

2

ხორცსაკეპ მანქანაში 300 გრამი ძროხის და 200 გრამი ღორის ხორცი გავატაროთ. ასევე გავატაროთ 200 გრამი ხახვი და მიღებულ მასას 1 ჩაის კოვზი შავი წიწაკა და მარილი დავუმატოთ.

3

თითოეულ გაბრტყელებულ ცომზე 1 ჩაის კოვზი ხორცის მასა დავდოთ და შევუკრათ თავი შუა ადგილას. ცომი ისე უნდა შევკრათ, რომ არ დაიშალოს. კლასიკურ ხინკალს 33 ნაკეცი უკეთდება.

4

გამზადებული ხინკლები ადუღებულ, მარილიან წყალში ჩავყაროთ. როდესაც ზევით ამოტივტივდება და გაიბერება ის უკვე მოხარშულია.

 

 

 

 

გემრიელად მიირთვით!!