250 გრამი ორცხობილა
2 ს/კ (30 გრამი) დამდნარი კარაქი
900 გრამი მდნარი ნაღების ყველი/კრემ-ყველი
11⁄2 ჭიქა შაქარი
3⁄4 ჭიქა რძე
4 ცალი კვერცხი
1 ჭიქა არაჟანი
1 ს/კ ვანილის ექსტრაქტი
1⁄4 ჭიქა ფქვილი
გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე. მოაცხეთ ცხიმი 22.5სმ(დიამეტრი) ზომის მრგვალ ყალიბს.
დაფშხვენით ბისკვიტი/”პეჩენია” საშუალო ზომის თასში და შეურიეთ 2 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი ხის კოვზით. მოათავსეთ ეს ფხვიერი მასა ფორმის ზედაპირზე, თანაბრად გადაანაწილეთ და დატკეპნეთ ხელით.
დიდი ზომის თასში გათქვიფეთ ნაღების ყველი ჭიქანახევარ შაქართან ერთად. ჩაასხით რძე და კვლავ გათქვიფეთ. სათითაოდ ჩაუმატეთ კვერცხები და თან თქვიფეთ. ჩაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, არაჟანი, ფქვილი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ მიღებული მასა ბისკვიტიან ფორმაში.
დადეთ ფორმა საცხობ ლანგარზე, შედგით ღუმელში და აცხვეთ 1 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდგომ გამორთეთ ღუმელი და დატოვეთ მასში ჩიზქეიქი 5-6 საათით ისე, რომღუმელის კარი ერთხელაც არ გამოაღოთ(ასე თქვენი ჩიზქეიქი არ დაიბზარება). ღუმელში გაცივების შემდეგ კი შედგით მაცივარში კარგად გასაცივებლად.
გემრიელად მიირთვით!!